1791274912
თორნიკე ჭეიშვილი: სრული კრახი განიცადა ფსევდორევულუციურმა პროპაგანდამ იმასთან დაკავშირებით, თითქოს 4 ოქტომბერი იყო რაღაც მშვიდობიანი, დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც სასიკეთო შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენი ქვეყნისთვის
სრული კრახი განიცადა ფსევდორევულუციურმა პროპაგანდამ იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს იყო რაღაც მშვიდობიანი, დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც სასიკეთო შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულების მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემაზე საუბრისას.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, როდესაც ექსტრემისტულად განწყობილი და აგენტურული დაჯგუფებები ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, ცდილობენ პატიმრობაში მყოფ პირებს ჩაუკლან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ფიქრის სურვილი.
„ამით ისინი ცდილობენ დაიტოვონ რაღაც არგუმენტი ხელში და შექმნან ერთგვარი „წამებულთა ხატები“ ამ ადამიანების სახით ისევ და ისევ გარე აქტორებისთვის, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სალაპარაკოდ გამოიყენონ ეს თემა“, - მიიჩნევს ჭეიშვილი.
მისივე თქმით, რადიკალები, აგენტები და ექსტრემისტები ახლა ცდილობენ პატიმრობაში დარჩენილი პირები საქართველოზე მორიგი თავდასხმისთვის გამოიყენონ და მაგალითად გუშინ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე საქართველოში პოლიტპატიმრების შესახებ გაშლილი ბანერი მოიყვანა.









