მარკო რუბიო რუსეთში დაფიქსირებულ შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევაზე: რუსეთი ვალდებულია, მსოფლიოს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მოსკოვისგან სრულ გამჭვირვალობას ითხოვს გავრცელებული ცნობების შემდეგ, რომლის თანახმადაც, რუსეთში, ლაბორატორიიდან ინფექციის გავრცელების შედეგად, შავი ჭირით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა.

რუბიომ აღნიშნა, რომ სრული მონაცემების გარეშე ვარაუდების გამოთქმა უპასუხისმგებლობა იქნება, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას გაუზიაროს.

"როდესაც ესმით, რომ მსოფლიოს რომელიმე კუთხეში, ლაბორატორიაში ვინმე რაიმე დაავადებით დაინფიცირდა, ბუნებრივია, ეს შეშფოთებას იწვევს... ვფიქრობ, რუსეთს ევალება, რომ მსოფლიოს აშკარად მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. სწორედ ასე უნდა მოიქცნენ ისინი,"- განაცხადა მარკო რუბიომ.

მანამდე კი, დონალდ ტრამპმა რუსეთს ინფექციასთან გამკლავებაში დახმარება შესთავაზა. პარალელურად, შესაძლო ეპიდემიის პრევენციის მიზნით, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა - ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა, საზღვრებზე სანიტარული კონტროლი გაამკაცრეს.

✕