საფრანგეთში მიმდინარე პროცესები სხვა არაფერია, თუ არა უკონტროლო მასობრივი მიგრაცია - ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ აქციები უკონტროლო მასობრივი მიგრაციის შედეგია და საქმე არა სკოლებს, არამედ ისლამის გავლენებს ეხება.

"საფრანგეთში მიმდინარე პროცესები სხვა არაფერია, თუ არა უკონტროლო მასობრივი მიგრაცია. საქმე სკოლებს არ ეხება, საქმე ეხება ისლამს, რომელსაც ოდესღაც დიდებული ქვეყნის ხელში ჩაგდება სურს"- წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტის მიზეზი განათლების სისტემაში არსებული პრობლემებია.

✕