ზოდიაქოს 1 ნიშანს, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1773262231
რადიკალებს კარგი დღე ნამდვილად არ გაუთენდათ. ეუთოს ასამბლეის ეგიდით გაკეთებული განცხადებით ძალიან მკაფიოდ დაიგმო ის ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თორნიკე ჭეიშვილმა.
როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საღი აზრი რომ არსებობდეს რადიკალურ ოპოზიციაში, ისინი დაიწყებდნენ უკვე კონსულტაციებს, რათა როგორმე გადაესინჯათ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი ექსტრემისტული პოლიტიკა.
„რადიკალებისთვის კარგი დღე ნამდვილად არ გათენდა. ჯერ მარტო თუ ავიღებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გაკეთებულ განცხადებას, იმ დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, აქაც პირდაპირ რომ ვთქვათ ცივი წყლის გადასმის ეფექტი ჰქონდა რადიკალებზე და მათ პატრონებზე, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მკაფიოდ მოხდა დაგმობა იმ ექსტრემისტული დღის წესრიგისა, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები. აქედან გამომდინარე, რაღაც საღი რომ არსებობდეს დაიწყებდნენ უკვე კონსულტაციებს, რომ როგორმე გადაესინჯათ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი ექსტრემისტული პოლიტიკა. იმდენად მძიმე პოლიტიკურ ჩიხში არიან შესულები, თავადვე შეიყვანეს თავი ამ ჩიხში და ამას გარე პატრონებმაც შეუწყვეს ხელი. ახლა უკვე ძალიან გაუჭირდებათ აქედან გამოსვლა“,- განაცხადა ჭეიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ გადაკვეთა ისეთი წითელი ხაზები, რომლის მიღმაც მხოლოდ ერთი გამოსავალია, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელს აღმართავენ კონსტიტუციურ წყობილებაზე, რომლებიც მოინდომებენ ძალადობრივი გზით სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებას, კონსტიტუციითვე რაც განსაზღვრულია იმ შედეგს მიიღებენ, რაც პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა.