ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე კამიტის გამოყენებაზე: შესაძლებელია გამხდარიყო სხვადასხვა ნივთიერების და ტოქსინების დაგროვების მიზეზი, რომელიც უფრო დაამძიმებდა მდგომარეობას. ადამიანის ჯანმრთელობას ნამდვილად სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა

ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე

შესაძლებელია გამხდარიყო სხვადასხვა ნივთიერების და ტოქსინების დაგროვების მიზეზი, რომელიც უფრო დაამძიმებდა ადამიანის მდგომარეობას, - განუცხადა „ქრონიკას“ ექიმ-ტოკსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ ე.წ. კამიტის თითქოსდა გამოყენებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ადამიანის ჯანმრთელობას ნამდვილად სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა და შესაძლებელია დამდგარიყო გარდაცვალების ფაქტიც.

„შესაძლებელია გამხდარიყო სხვადასხვა ნივთიერების და ტოქსინების დაგროვების მიზეზი, რომელიც უფრო დაამძიმებდა მდგომარეობას. ადამიანი შესაძლოა მისულიყო გონების კარგვამდეც და სხვა კარდიოლოგიური დაზიანება საკმაოდ მძიმე, გულის კუნთის, გამოწვეულიყო ამით. კანის დაზიანებაც უფრო ღრმა უნდა ყოფილიყო, წყლულების გაჩენით ზედაპირზე და ხილული უნდა ყოფილიყო. ის სიხშირე, რაც ვიცით ნამდვილად, რაც დოკუმენტურადაც არის, რომ რამდენიმე დღის მანძილზე ხდებოდა, ეს რომ ამ რაოდენობით გამოყენებულიყო, ეს კონკრეტული ნივთიერება, ადამიანის ჯანმრთელობას ნამდვილად სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა და შესაძლებელია გარდაცვალების ფაქტიც, რაც ნამდვილად არ არის. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ამ ნივთიერების გამოყენება ამ ეტაპზე არ მომხდარა“, - აღნიშნა ეკა ქურდაძემ.