ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
შეუძლებელია, ეს საკითხი ყველას არ აწუხებდეს, განსაკუთრებით იმ ბოლოდროინდელი ტენდენციების შემდეგ, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან არის, როდესაც შეიძლება ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძო და გაიგო, რომ თურმე ოდესღაც, შენი გაწევრიანების საკითხი თუ დადგება, იყო იქ მეორეხარისხოვანი ქვეყანა, რომ შენ არ გექნება იგივე უფლებები, რაც სხვებს აქვთ ამავე კავშირში, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციაზე საუბრისას.
განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონფერენციის დაფუძნებას სწორი ნაბიჯი უწოდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გაწევრიანების გზაზე დამატებითი საკითხების შემოტანა ფიქსირდება, რაც თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული.
„როდესაც გაქვს საშინაო დავალება, როდესაც იცი, რა უნდა შეასრულო, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ გახდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამაზე მუშაობ, ეს არის ნორმალური. მაგრამ როდესაც ყოველ 2 თვეში ან წელიწადში ერთხელ რაღაც ახალ ტენდენციებს ამატებენ, ახალ მიდგომებს გეუბნებიან, თითქოს ხედავ, რომ ყველანაირ ბარიერს აღებენ, იმისთვის რომ ვერასდროს შეძლო სრულფასოვანი წევრობა, თუმცა თავი მოტყუებულად იგრძნო, თითოს ეს პროცესი მიმდინარეობს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ ეს არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა კანდიდატი ქვეყნების პრობლემაცაა და მაგალითად სერბეთის გაწევრიანების ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოიყვანა.
„მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი ხომ არ არის, ინფორმაცია იმალებოდეს. ახლა ყველამ ყველაფერი იცის და ყველაფერი ნათელია. ეს ქვეყნები რომ ერთად შეიკრიბნენ და დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ სოლიდარულები იყვნენ ამ გზაზე, რომ ეს თამაშის წესები უნდა იყოს სამართლიანი და არ იცვლებოდეს ყოველ წუთში, არის ძალიან დადებითი მიმართულება და არ შეიძლება ამას არ მიესალმო. მადლობელი ვართ ინიციატორებისა და ყველა იმ ქვეყნისა, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში“, - განაცხადა შარმანაშვილმა.