ტრამპი: პუტინს სურს, რომ ომი დასრულდეს

ტრამპი

ვლადიმირ პუტინს სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პუტინს სურს, რომ ომი დასრულდეს და სურს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. მე მას ამის შესახებ ვეკითხები, ჩვენ ვკონტაქტობთ - მე მას ხშირად ველაპარაკები“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ზელენსკისთან ის ოდნავ იშვიათად საუბრობს, თუმცა მათ შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა.

„მაგრამ მე ხშირად ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს და მას სურს, ომს ბოლო მოუღოს“, - განაცხადა მან.