თამარ კეკენაძე: ამ დღეების განმავლობაში ნათლად დავინახეთ, რომ არ არსებობს სამართლებრივი და პოლიტიკური მიზეზი, რატომ უნდა აიკრძალოს საქართველოში პროდასავლური პოლიტიკური პარტიები

თამარ კეკენაძე

ვხედავთ, როგორ წვალობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფარგლებში, რაღცნაირად დაასაბუთოს პარტიების აკრძალვის რეალისტურობა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.

„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური მიზეზი, თუ რატომ უნდა აიკრძალოს საქართველოში პროდასავლური პოლიტიკური პარტიები. ამ შემთხვევაში, მე ჩვენი პარტიის გრშემო ვსაუბრობ. რეალურად, ვერცერთი არგუმენტი ჩვენ ვერ მოვისმინეთ იმისი, თუ რატომ უნდა აიკრძალოს ჩვენი პარტია. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, თვითონ მოსამართლეებიც ცდილობენ, მიეხმარონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ შექმნან ის განცდა, თითქოს რაიმე სამართლებრივი საფიძველი არსებობს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ის მანდატები, რომელიც ხალხმა მიანიჭა ჩვენს პარტიას, ეკუთვნის პარტიას. შესაბამისად, თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ პარტია აიკრძალება, რა თქმა უნდა, ჩვენ დავტოვებთ ამ მანდატებს. ეს არის ძალიან მარტივი და ტყუილად ცდილობს „ქართული ოცნება“, რომ ამ ყველაფრის გარშემო სპეკულაციები შექმნას“,- განაცხადა კეკენაძემ.

✕