სტაბილურმა გარემომ და ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა ეკონომიკური განვითარების კუთხით თავისი დადებითი შედეგი გამოიღო, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევებიც ადასტურებს - გიორგი სოსიაშვილი

გიორგი სოსიაშვილი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები, სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს, როგორც მშვიდობის შენარჩუნების, ასევე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კუთხით, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახება და ამას საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემებიც მოწმობს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, სტაბილურმა გარემომ და ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა ეკონომიკური განვითარების კუთხით თავისი დადებითი შედეგი გამოიღო.

"ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ სტაბილურმა გარემომ და ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. საუბარი მაქვს ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც დღითიდღე სახეზეა და ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამას აღიარებს ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და, მათ შორის, სავალუტო ფონდის ბოლო კვლევებმაც სწორედ ეს აჩვენა, რომ, მიუხედავად ამ გეოპოლიტიკური რთული რყევებისა და არამდგრადი სიტუაციისა, ვინარჩუნებთ, სწორი პოლიტიკით, სწორი ნავიგაციით ამ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ტემპს, რომელიც აუცილებლად აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

✕