1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, – ამის შესახებ სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.
კილაძის თქმით, მაქსიმუმს გააკეთებს ბავშვებისთვის.
„წილად მხვდა პატივი, არჩეულ ვიყო გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა კოლეგას, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ამ ურთულეს პერიოდში გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს მსოფლიოს და საქართველოს ბავშვებისთვის. მიხარია, რომ ჩვენი სამშობლოს, საქართველოს წარმომადგენელს დაეკისრა ეს დიდი პასუხისმგებლობა“, – წერს სოფო კილაძე.