შეიძლება ფოცხს ათჯერ დააბიჯო ფეხი და შუბლში მოირტყა?! ოპოზიციის ბოიკოტი სასაცილოც აღარ არის - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

"სასაცილოც აღარ არის ოპოზიციის ბოიკოტი, ათჯერ შეიძლება, რომ ფოცხს დააბიჯო ფეხი და შუბლში მოირტყა",  - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„სასაცილოც აღარ არის ეს ბოიკოტი,  გავედით, პიკეტირება... არასერიოზულია, რატომ აკეთებენ ასეთ რაღაცას, ვერ ვხდები. თუ უნდათ საკუთარი თავის გაბაიბურება, კი ბატონო. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ შეიძლება, რომ ფოცხს დააბიჯო ფეხი და შუბლში მოირტყა?! ჩემთვის გაუგებარია იმიტომ, რომ პარლამენტში ოპოზიციას ბევრი ბერკეტი აქვს. ან რეგლამენტი წაიკითხონ ან უფრო სერიოზული საკითხებით დაკავდნენ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა "იმედთან".

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების გამო, ოპოზიციის ნაწილი მანდატების დათმობაზე კვლავ ალაპარაკდა.