ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და წევრებისგან შემდგარ დელეგაციას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მიზანია დიალოგის გაგრძელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც ზოგიერთი რადიკალურ-პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცდილობს, საქართველოს მოსცხოს ჩირქი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, მისი ახალი ხელმძღვანელიც აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ორგანიზაციას.
„საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით. გახსოვთ, მთავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა 2024 წელს, იყო, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია წინ გახედვა.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმ პირობისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, რომ მათთვის სახელმძღვანელო იქნებოდა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, ჩვენ აქ მოგვატყუეს და ნაცვლად ამ დასკვნის საფუძველზე საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებისა, ბრიუსელის მხრიდან ჩვენ ვნახეთ მცდელობა, წაქეზებულიყო რადიკალური დღის წესრიგი, ვნახეთ კონკრეტული უცხოური პოლიტიკური ჯგუფები, ქვეყნებიც კი, რომლებიც აქეზებდნენ საქართველოში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობას, უარყოფას დემოკრატიის და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას, როდესაც ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბერს ზოგიერთი უცხოური პოლიტიკური ჯგუფების და მათ შორის ზოგი ქვეყნის ლიდერის მხრიდან მხარდაჭერა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მიმართ.