შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს - სამყაროში რა ხდება, თითქოს ვერ ხვდებით

პაპუაშვილი

შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს, სამყაროში რა ხდება თითქოს ვერ ხვდებით - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

„ეს არ არის 2023 წელი, როდესაც ჩვენ ვამტკიცებთ რაღაცას უცხოურ დაფინანსებაზე. ეს არის 2026 წელი, გამოვიარეთ 2025 წელი, როდესაც დაიხურა USAID-ი. თქვენ ვერ ხედავთ ამ რიყეზე ქვებს, მაგრამ ევროკავშირი ხედავს, რომელმაც დემოკრატიის ფარი აღმართა და დასაბუთება და განმარტებები რაც არის ამ დემოკრატიის ფარში - უცხოური ჩარევა და უცხოური ფული უნდა იყოს გამჭვირვალე და მერე საზოგადოება თვითონ დაინახავს რაც არის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.