„ჩემო მიხო, დღეს უფრო ძლიერ მიყვარხარ“ – მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

მაკა ზამბახიძე

მომღერალი და ტელეწამყვანი მაკა ზამბახიძე და მისი მეუღლე მიხეილ ჩოხელი ქორწინების 6 წლისთავს აღნიშნავენ.

„ჩემო მიხო დღეს უფრო ძლიერ მიყვარხარ, გილოცავ ჩვენი ქორწინების 6 წლის თავს“, - წერს მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში.

„იღბლიანი ვარ რომ გამიმართლა. ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება და დიდ საფუძველს იძენს“,- ამბობს მიხეილ ჩოხელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

„ჩვენ გვაქვს საერთო ხედვები და მისწრაფებები. ერთი სულის ადამიანები ვართ. სულიერი კავშირი გვაქვს“,- თქვა მაკა ზამბახიძემ ინტერვიუში.