ოქრო ერთ დღეში 110 დოლარით გაძვირდა

ოქრო

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა 5.1 ათას დოლარს გადააჭარბა. კერძოდ, პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 5 106 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 110 დოლარით მატებაზე მიუთითებს.

Gold Price-ის მონაცემებით, ერთი დღის ჭრილში ოქრო 2.6%-ით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 1.4%-ით გაძვირდა. ამასთანავე, წლიურად ძვირფასი ლითონის ფასი 69%-იან ზრდას აჩვენებს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დღეს 347 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ 20 თებერვალს 1 გრამის ფასი 443 ლარი იყო, რაც დღის ჭრილში ოქროს 4 ლარით გაძვირებაზე მიუთითებს.