შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში

 შალვა პაპუაშვილი

მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და ევროკავშირის სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ჰიბრიდულ ოპერაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები არსებობენ, რომლებიც მზად არიან, მიეყიდონ უცხოელს ფულის სანაცვლოდ და ქვეყანაში სიტუაცია არიონ.

„ჩვენ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც ფინანსდებიან პირდაპირ ბრიუსელიდან, ვხედავთ მათ მტრულ საქმიანობას, ხდება დაბრალება საქართველოს მიმართ იმისა, რაც დადასტურდა, რომ არის ტყუილი. ბრიუსელმა უარი უნდა თქვას საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ქმედებებზე. მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი რეგიონიდან რეგიონში დადის საქართველოში, პეპლებზე და ევროკავშირის სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ჰიბრიდულ ოპერაციაში. ან გაემიჯნოს, ან თანხა აღარ გადაუხადოს, რადგან ასე დამალობანა თამაშს არ ვაპირებთ ჩვენ. თვითონ არ ჩნდებიან და ისევ ქართველების ხელით ურევენ სიტუაციას ქვეყანაში, რომლებიც მზად არიან, მიეყიდონ უცხოელს ფულისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.