„ჰიპოთეზა, რომელიც BBC-მ წარმოთქვა, შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ მათ იდეებს“ - კვლევის კიდევ ერთი ავტორი, დავით ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ BBC-ს მიერ ნახსენები ნივთიერებები მათი კვლევის საგანი არ ყოფილა

დავით ჩახუნაშვილი

BBC-ის მასალაზე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქალაქო სასამართლოში გამოკითხვები მიმდინარეობს. რა ინფორმაცია მიაწოდა BBC-ის, რა სახის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა და რატომ არ არიან იდენტიფიცირებული კვლევის ობიექტები, ვისზე დაყრდნობითაც ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე დასკვნები გაკეთდა - ამ კითხვებზე არ პასუხობს არც კონსტანტინე ჩახუნაშვილის ძმა. დავით ჩახუნაშვილმა გამოძიებას ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მიზანია დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა მასალის საფუძვლად გამოყენებული პირების ინტერვიუები და გახმოვანებული ცნობები.

კითხვაზე, რას დაეფუძნა სტატიის მიგნებები, ვინ იყვნენ საკვლევი ობიექტები და რა სახის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა, დავით ჩახუნაშვილი პასუხობს:

"ჰიპოთეზა, რომელიც BBC-მ წარმოთქვა, შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ მათ იდეებს. BBC-ს მიერ ნახსენები 2 ნივთიერება - კონკრეტულ ნაერთებთან დაკავშირებით, ჩვენს კვლევაზე ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები".

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი თამარ ონიანი აცხადებს, რომ სასამართლოს წინაშე ყველაფერს დაადასტურებს.

"მე თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე დავადასტურებ იმას, რაზეც საია ერთ წელზე მეტია საუბრობს საზოგადოების წინაშე. კერძოდ, ვგულისხმობ ადამიანის უფლებების დარღვევას", - აცხადებს თამარ ონიანი.