„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
პედიატრი, დავით ჩახუნაშვილი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მან, გამოკითხვამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, BBC-ის რეპორტაჟში გამოითქვა ჰიპოთეზა, რომელსაც თავის განმარტება აქვს.
„გამოკითხვაზე, რაზეც შემიძლია ვისაუბრო არის სტატია, მასში გამოყენებული მასალები და ის მიგნებები, რომელიც ამ სტატიამ გამოამჟღავნა. სხვა დეტალები არ არსებობს. გამოკვლეული გვყავს დაახლოებით 69 ადამიანი.
რეპორტაჟში გამოითქვა ჰიპოთეზა, რომელსაც თავის განმარტება აქვს. ამ ჰიპოთეზას სჭირდება სხვადასხვა დოკუმენტი და გარემოება“, - აღნიშნა დავით ჩახუნაშვილმა.
BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუსში დაიბარეს.