საბურთალოს რაიონში, ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 საბურთალოს რაიონში, ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა.

„აღნიშნული ტერიტორია გამწვანდება,  დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება  ხე-მცენარეები. ასევე, მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები. აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი. ყველა გამგეობა ახორციელებს მსგავსი ტიპის პროექტებს იმისთვის, რომ უბნებშიც შევიდეთ და მხოლოდ დიდი ტერიტორიებით არ შემოვიფარგლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.