პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1770911467
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილი მიესალმა ზორან მილანოვიჩის პირველ ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა ამ ვიზიტის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიას შორის მეგობრული ურთიერთობები.
„შალვა პაპუაშვილმა ხორვატულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის გასაკვირია ევროკავშირის ამჟამინდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და მისი მიზანია, საქართველოს ხელისუფლებასთან პირადად განიხილოს არსებული სიტუაცია. მისი თქმით, ხორვატია მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით.
შალვა პაპუაშვილი ხორვატიის პრეზიდენტს უკანასკნელ წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა. ხორვატიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოლიტიკა, რომელიც სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზეა მიმართული.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ – თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.