ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზა რეგიონს სამუდამოდ შეცვლის - ჯეიკობ ჰელბერგი

ჯეიკობ ჰელბერგი

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზა (TRIPP) რეგიონს სამუდამოდ შეცვლის – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიკობ ჰელბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ისტორიულმა ვიზიტმა რეგიონული სტაბილურობისა და საერთო ეკონომიკური ზრდის ძლიერი საფუძველი შექმნა

„აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძალიან პროდუქტიული ვიზიტი დავასრულეთ. ამ ქალაქის სტუმართმოყვარეობა და მომავალზე ორიენტირებული ენერგია ნამდვილად შესანიშნავი იყო.

ცხადია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზა (TRIPP) სამუდამოდ შეცვლის რეგიონს. ვენსის ისტორიულმა ვიზიტმა რეგიონული სტაბილურობისა და საერთო ეკონომიკური ზრდის ძლიერი საფუძველი შექმნა“, – აღნიშნა ჯეიკობ ჰელბერგმა.