პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1770911467
პენტაგონის პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ელბრიჯ კოლბიმ ხუთშაბათს ნატოს მოუწოდა, დაეფუძნოს „პარტნიორობას და არა დამოკიდებულებას“. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, ეს განცხადება მან ბრიუსელში გააკეთა, სადაც სამხედრო ალიანსის თავდაცვის მინისტრებთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრას არ ესწრება. მის ნაცვლად ამერიკის შეერთებულ შტატებს ელბრიჯ კოლბი წარმოადგენს, რომელსაც პენტაგონში რანგით მესამე თანამდებობა უკავია.
ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა ევროპულ სახელმწიფოებს, გაზარდონ სამხედრო ხარჯები და აიღონ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე, რათა შემცირდეს მათი დამოკიდებულება აშშ-ზე.
კოლბიმ ევროპელი მოკავშირეების დასამშვიდებლად გარკვეული განცხადებებიც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან მყარი საფუძველი“, რადგან ევროპული სახელმწიფოები დათანხმდნენ, კონტინენტის კონვენციურ თავდაცვაში წამყვანი როლი იტვირთონ.
„ახლა დროა ერთად ვიაროთ წინ და ვიყოთ პრაგმატულები“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას და მოუწოდა ისეთი ალიანსისკენ, რომელიც „დაეფუძნება პარტნიორობას და არა დამოკიდებულებას და ნამდვილად დაუბრუნდება იმას, რისთვისაც ნატო თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული“.