13 თებერვალს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1770916498
ტომ ჰომანმა, რომელიც თეთრი სახლის საიმიგრაციო კამპანიას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ადმინისტრაცია მინესოტის შტატში ოპერაცია Metro Surge-ის დასრულებაზე შეთანხმდა.
ოპერაციის ფარგლებში შტატში, განსაკუთრებით კი მის უდიდეს ქალაქ მინეაპოლისში, საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) 3 000 შეიარაღებული აგენტი იყო გაგზავნილი.
„აქ გაწეული ჩვენი ძალისხმევის შედეგად, მინესოტა კრიმინალებისთვის ახლა ნაკლებად წარმოადგენს თავშესაფარ შტატს“, - განაცხადა ჰომანმა პრესკონფერენციაზე.
„მე გამოვედი ინიციატივით, პრეზიდენტი ტრამპი კი დამეთანხმა, რომ ეს გაძლიერებული ოპერაცია დასრულდეს“, - აღნიშნა მან.
გასულ კვირას ჰომანმა თავდაპირველად განაცხადა, რომ საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის 700-ზე მეტი აგენტი დატოვებდა შტატს მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოფიციალური პირები დათანხმდნენ დაკავებული მიგრანტების გადაცემას.
ფედერალური ხელისუფლების განცხადებით, 1-ელ დეკემბერს დაწყებული ოპერაციის შედეგად, 4 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.