ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„ეს კომენტარი ჩვენს განცხადებებს ადასტურებს - „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი არეულობა, ხელისუფლების არადემოკრატიული შეცვლა და ქვეყნის ომში ჩართვა. ამას ადასტურებს ეს კომენტარი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.