საქართველოში არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი

garibashvili irakli

"არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

„გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში, უბედურება, ტრაგედია ომი. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებას შევუწყოთ ხელი. არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სახელმწიფოს დაცვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.