მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
1795636575
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, მთავარი აქცენტი კი ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზე გაკეთდა.
ხაზი გაესვა ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა და ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის კუთხით პირველ ადგილს იკავებს.