„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი ვაშინგტონში დასრულდა. ბოლო შეხვედრა თამარ ბაგრატიონმა "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტისა" და "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტებთან გამართა.
საუბარი ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ოჯახურ ღირებულებებს შეეხებოდა. საქართველოს პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა ქართულ კულტურაში ოჯახური ღირებულებების განსაკუთრებულ როლზე.
ვიზიტის დასასრულს თამარ ბაგრატიონი სხვადასხვა ქვეყნის პირველ ქალბატონებსა და სამიტზე მოწვეულ სტუმრებსაც შეხვდა.
მანამდე, სამიტის ფარგლებში, მელანია ტრამპმა პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლა. თამარ ბაგრატიონმა ასევე მონაწილეობა მიიღო გლობალური სამიტის - "ერთად უკეთესი მომავლისთვის" სამუშაო სესიაში, სადაც შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე ვაშინგტონში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.