პოლონეთში ნაგავსაყრელზე ათასობით ევროს ღირებულების ბრილიანტის სამკაულები იპოვეს
1774371076
საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი ვაშინგტონში დასრულდა. ბოლო შეხვედრა თამარ ბაგრატიონმა "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტისა" და "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტებთან გამართა.
საუბარი შეეხო ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ოჯახურ ღირებულებებს. საქართველოს პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა ქართულ კულტურაში ოჯახური ღირებულებების განსაკუთრებულ როლზე.
საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე ვაშინგტონში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.
"ვხედავთ, რომ საქართველოს მოკავშირეები ჰყავს არა მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციაში, არამედ ამერიკის საერთაშორისო საზოგადოებაში, რომლებიც დემოკრატიული განვითარების საყრდენად ოჯახის გაძლიერების პრინციპებს ემსახურებიან.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ვისაუბრეთ საკითხზე, რომელიც შეეხება საქართველოს მხრიდან 1700 წლის წინ გაქრისტიანების აღნიშვნას და ამ კუთხით ოჯახის კონგრესის დაორგანიზების საკითხზე გვექნება მათთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.