ორსული მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ფიზიკური ძალადობის, ასევე ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, კახეთში 1 პირი დააკავეს

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა.

"კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე,126 პრიმა, 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.