წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1774463685
ეს ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლების მიმართულებით თავის წვლილს შეიტანს, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილმა პირველი ლედის ვიზიტთან დაკავშირებით.
ტალიაშვილის თქმით, აშშ წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის კუთხით და საქართველოს პარტნიორობა, მჭიდრო ურთიერთობა ამ მიმართულებით ძალიან სასარგებლოა.
„ეს ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლების მიმართულებით თავის წვლილს შეიტანს. ამერიკის შეერთებული შტატები არის წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის კუთხით და საქართველოს პარტნიორობა, მჭიდრო ურთიერთობა არის ძალიან სასარგებლო გამომდინარე იქიდან, რომ ეს სამიტი კონცენტრირებული იყო მომავალ თაობებზე“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.