პოლონეთში ნაგავსაყრელზე ათასობით ევროს ღირებულების ბრილიანტის სამკაულები იპოვეს
1774371076
ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Meta-ს (რომელიც ფლობს Facebook-სა და Instagram-ს) და Alphabet-ს (რომელიც Google-სა და YouTube-ს ფლობს) 20 წლის მომხმარებლისთვის 4,2 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა იმ ფსიქოლოგიური ზიანისთვის, რომელიც მას სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებამ მიაყენა. გარდა ამისა, Alphabet-მა და Meta-მა ჯარიმის სახით 1,8 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადონ.
ქალმა სასამართლოს იმ დამოკიდებულების გამო მიმართა, რომელიც მას YouTube-ისა და Instagram-ის სპეციფიკური, მიჩვევის გამომწვევი დიზაინის გამო ჩამოუყალიბდა. ნაფიცმა მსაჯულებმა აღიარეს, რომ კორპორაციებმა ამ პლატფორმების დიზაინის შემუშავებისას გულგრილობა გამოიჩინეს და მომხმარებლები მოსალოდნელი რისკების შესახებ არ გააფრთხილეს.
მედიაში აღნიშნავენ, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს პრეცედენტი, რომელიც ტექნოლოგიურ კორპორაციებს სამომხმარებლო შეთანხმებებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვას აიძულებს.
Meta-ც და Alphabet-იც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გასაჩივრებას გეგმავენ. კერძოდ, Meta-ს იურისტები ამტკიცებდნენ, რომ მოსარჩელის ფსიქოლოგიური პრობლემები გამოწვეული იყო რთული ოჯახური გარემოთი და არა სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებით. სარჩელში მოპასუხეებად TikTok-ი და Snapchat-იც ფიგურირებდნენ, თუმცა მათ პროცესის დაწყებამდე ქალთან შეთანხმებას მიაღწიეს.