არჩილ გორდულაძე: თუ სხვა ქვეყნებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვან გარე ჩარევებისგან, ჩვენც გვაქვს ამის უფლება

არჩილ გორდულაძე

თუ სხვა ქვეყნებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვან გარე ჩარევებისგან, ჩვენც გვაქვს ამის უფლება, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულებების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე, რაზეც ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

გორდულაძის თქმით, მაშინ, როცა სხვა ქვეყნები დგებიან საქართველოს მსგავსი გამოწვევების წინაშე, ისინი იგივე საკანონმდებლო ჩარჩოებს იღებენ.

„თუ სხვა ქვეყნებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვან გარე ჩარევებისგან, ჩვენც გვაქვს ამის უფლება. ყველა საკანონმდებლო სივრცეს რუსული დაარქვეს იმიტომ, რომ ეს არ იყო მათთვის მისაღები. მაშინ, როდესაც თვითონ დგებიან საქართველოს მსგავსი გამოწვევების წინაშე, ისინი იგივე საკანონმდებლო ჩარჩოებს იღებენ. ვხედავთ, რომ ჩვენზე მიმდინარეობდა თავდასხმა. რატომ? იმიტომ, რომ „ქართული ოცნების" გუნდი არ ვასრულებთ გარკვეული ძალების დავალებებს, რომლის მთავარი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ეკონომიკის ჩამონგრევა და ჩვენს ქვეყანაში სისხლის კალოს დატრიალება“, - აღნიშნა გორდულაძემ.