პოლონეთში ნაგავსაყრელზე ათასობით ევროს ღირებულების ბრილიანტის სამკაულები იპოვეს
1774371076
ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაქირ ხალიბაფი სამიზნეების სიიდან ამოიღო - ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღეს, რაც პაკისტანმა ვაშინგტონს სთხოვა, მათი ლიკვიდაცია არ განეხორციელებინა.
"ისრაელს ჰქონდა მათი კოორდინატები და მათი განადგურება სურდა. ჩვენ აშშ-ს ვუთხარით, რომ თუ ისინიც განადგურდებოდნენ, არავინ დარჩებოდა მოსალაპარაკებლად, ამიტომ აშშ-მა ისრაელს უკან დახევა სთხოვა", - განაცხადა წყარომ.
როგორც Reuters-ი წერს, Wall Street Journal-ი იყო პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ორი მაღალი თანამდებობის პირი ისრაელის დასაბომბი სამიზნეების სიიდან დროებით ამოიღეს, რაც პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკავშირდება.
აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გამოცემა იუწყება, რომ ორი პირი სიიდან ოთხიდან ხუთ დღემდე ვადით ამოიღეს, თუმცა ამ ნაბიჯში პაკისტანის როლზე რაიმე ინფორმაცია ნახსენები არ ყოფილა.