„დაგჭირდებათ წითელი შალის ძაფი, გააკეთეთ მასზე 7 ნასკვი...“ - ეზოტერიკოსი გამომწერებს დღის რიტუალს უზიარებს

წითელი ძაფი

ფეისბუქგვერდი astrologia - გამომწერებისთვის მნიშვნელოვან რიტუალს აქვეყნებს, რომელიც ახალმთვარეობიდან მეშვიდე დღეს კეთდება:

„აიღეთ წითელი შალის ძაფი, გააკეთეთ მასზე 7 ნასკვი (7-ე დღეა ახალმთვარობიდან) და ყოველი ნასკვის გაკეთებისას თქვით ერთი კონკრეტული მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ.

ძაფი ატარეთ მაჯაზე სავსემთვარობამდე. თქვით: „მარსის ძალით და ტყუპების სისწრაფით, ჩემი ნება საქმედ იქცევა. ყოველი სიტყვა — გამარჯვებაა!“.

მარსი მართავს ნებას, ტყუპები — კომუნიკაციას. ნასკვების რიტუალი კი აფიქსირებს თქვენს განზრახვას მატერიალურ სამყაროში. ძლიერი ნების სამშაბათს გისურვებთ ! დაე ძალა იყოს ჩვენთან!“ - წერია განმარტებაში.