„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა Taurus-ის ტიპის გერმანულ რაკეტებს არ საჭიროებს, რადგან კიევი ასეთი ტიპის შეიარაღებას თავად აწარმოებს.
გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას ერთ-ერთმა გერმანელმა დეპუტატმა მერცს ჰკითხა, აპირებს, თუ არა ის უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემას, რაზეც მან თქვა, რომ შორი მანძილზე მოქმედი უკრაინული შეიარაღება „გაცილებით ეფექტურია, ვიდრე Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მცირე რაოდენობა, რომლის მიწოდება გერმანიას შეუძლია“.
აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანის დროს მერცი უკრაინას Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემას ჰპირდებოდა. როგორც მან აღნიშნა, კანცლერის პოსტის დაკავებამდე მას ეგონა, რომ გერმანიის შეიარაღებულ ძალებს Taurus-ის საკმარისი მარაგი ჰქონდა.