„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი ვაშინგტონში დასრულდა. ბოლო შეხვედრა თამარ ბაგრატიონმა "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტისა" და "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტებთან გამართა.
საუბარი ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ოჯახურ ღირებულებებს შეეხო. საქართველოს პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა ქართულ კულტურაში ოჯახური ღირებულებების განსაკუთრებულ როლზე.
"ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტის, ბრაიან ს. ბრაუნის განცხადებით, შეხვედრები შთამბეჭდავი იყო და საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.
"ჩვენი შეხვედრა შთამაგონებელი იყო. მე ჯერ არ მომინახულებია საქართველო, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყანა ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციას არის მიერთებული.
დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ქალებზე, ბავშვებსა და ოჯახებზე, ასევე იმ პროცესებზე, რაც საქართველოში ვითარდება, საიდანაც სხვა ქვეყნებმა ბევრი რამ უნდა ისწავლონ. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, ეს ნამდვილად ძალიან დასამახსოვრებელი საღამო იყო", - განაცხადა ბრაიან ს. ბრაუნმა.