„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 9 თვის ანალიზის გათვალისწინებით გადაიხედა როგორც რეალური ეკონომიკური ზრდის, ასევე სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები.
ამასთან, გადაიხედა ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ასევე მისი ხარჯვითი ნაწილიც, სადაც ერთის მხრივ გამოვლინდა რიგი პროგრამებისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფის აუცილებლობა, ხოლო მეორე მხრივ რიგ პროგრამებში სხვადასხვა მიზეზით მიმდინარე წელს წარმოიქმნა გარკვეული რესურსები.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი საჭიროებების დაფინანსებას, ასევე გამოთავისუფლებული რესურსის მიმართვას იმ პრიორიტეტული პროგრამების / პროექტების დაფინანსებაზე, რომელთა განსახორციელებლად საკმარისი რესურსი გათვალისწინებული არ იყო 2026 წლის ბიუჯეტში, შესაბამისად წარმოდგენილი ცვლილებები მომზადებულია 2026 წლის ბიუჯეტთან ერთად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
კერძოდ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 6.0 პროცენტიდან, 7.2 პროცენტამდე გააუმჯობესა. ამასთან, 3.2 პროცენტიდან, 3.9 პროცენტამდე გაზარდა ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი. მთავრობის ვალი კი 35.9 პროცენტიდან, 34.1 პროცენტამდე შემცირდა. გარდა ამისა, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი იზრდება 222,6 მლნ ლარით და განისაზღვრება 32 133,5 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საგადასახადო შემოსავლები ჯამში იზრდება 200,0 მლნ ლარით და 25 505,0 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 21 940,0 მლნ ლარს (იზრდება 55,0 მლნ ლარით), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების წილი 3 565,0 მლნ ლარს (იზრდება 145,0 მლნ ლარით); გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად შეადგენს 2 761,2 მლნ ლარს (იზრდება 401,2 მლნ ლარით); არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) მაჩვენებელი იზრდება 20,0 მლნ ლარით და 520,0 მლნ ლარს შეადგენს; ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი შეადგენს 220,0 მლნ ლარს; ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 3 127,3 მლნ ლარს.