საქართველოს ახლა ერთიანობა სჭირდება, ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის წინააღმდეგ -კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

"ერთმანეთზე თავდასხმა, მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის" ძახილი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს ახლა სჭირდება ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის წინააღმდეგ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა .

„მე ბევრ პოლიტიკურ ლიდერს ვესაუბრე, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არც ერთი პოლიტიკური პარტიიდან არ უსაუბრია საქართველოს ომში ჩაბმაზე. ერთმანეთზე თავდასხმა, ერთმანეთისთვის მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის" ძახილი არის სწორედ, ის, რაც საქართველოს არ სჭირდება. საქართველოს ახლა ერთიანობა სჭირდება, ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის წინააღმდეგ. ერთმანეთთან ბრძოლა, ქართველების ქართველებთან ბრძოლა მხოლოდ რუსეთს ეხმარება. ასე, რომ მე გულწრფელად ვიმედოვნებ, ქართველები იცხოვრებენ თავიანთი მოდელით „ძალა ერთობაშია", - განაცხადა კელი დეგნანმა.