ზოდიაქოს 1 ნიშანს, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1773262231
"სანამ პასუხისმგებლობას არ აიღებენ, ევროპელები იქნებიან თუ ადგილობრივები მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზე, მანამდე არანაირ დიალოგს და არანაირ შეწყალებას აზრი არ აქვს," - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერში" პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, ოპოზიცია არა დიალოგის, არამედ ულტიმატუმის ენით საუბრობს, რაც "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია.
"ეს შეწყალება კი არ არის - არის წახალისება. თუ მეორე მხრიდან ლაპარაკია, რომ "გაყალბებულმა ხელისუფლებამ უკანონოდ დააპატიმრე და დაარბიე ახალგაზრდები, ახლა კი კეთილი ინებე და გამოუშვი" - ეს დიალოგი არ არის, ეს არის ულტიმატუმი. არავითარ ულტიმატუმზე წასვლას არ ვაპირებთ. დიალოგი არის მაშინ, როდესაც შენ შენს წილ პასუხისმგებლობას პოლიტიკოსთან დაკავშირებით გრძნობ. ესენი არ გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას, უბრალოდ ამოილუღლუღებენ, რომ "რაღაც ცუდად გამოგვივიდა, ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს, გადატრიალება არ გამოგვივიდა და შედეგი ვერ დავდეთ,"-ო. აბა გამოსვლოდათ გადატრიალება?!" - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.