სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში ვიზიტი დაიწყო - დღეს ის ანჯეი დუდას შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 5 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით,  ვარშავაში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებებიც გაკეთდება.

6 დეკემბერს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.