საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას კენჭს დღეს უყრიან

პარლამენტი მიკროფონი

კანონმდებლებმა სესიაზე, პირველი მოსმენით, კენჭი უნდა უყარონ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას.

სიახლის მიხედვით, საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს და მეორე ტურის საჭიროება აღარ იქნება.

"საარჩევნო კოდექსში" არის სხვა ცვლილებებიც. ინიციატივას ეწინააღმდეგება ოპოზიცია.