საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა

ტალიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრო. ღონისძიებებს ასევე დაესწრო აშშ-ში საქართველოს ელჩი.

სამიტი დონალდ ტრამპის ინიციატივაა და მისი მიზანია, მსოფლიოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მხრივ არსებული გამოწვევების განხილვა და ამ თავისუფლებების განმტკიცებისათვის საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება.

მინისტრის მოადგილემ, სამიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ის კომისიის თავმჯდომარესთან. ლაშა დარსალიამ ვიკი ჰარცლერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელიგიის თავისუფლებისა და ქართულ ენაზე საეკლესიო მსახურების შეზღუდვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა რელიგიური თავისუფლების სამიტის თანათავმჯდომარესთან, სემ ბრაუნბეკთან.