დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია
1769793874
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სატრატეგიული ურთიერთობების აღსადგენად შეხვედრები მიმდინარეობს.
ამის შესახებ კალაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას აშშ-ში ვიზიტთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.
„არ მისაუბრია საგარეო საქმეთა მინისტთან, თუმცა ჩვენი დამოკიდებულება, ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია. არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული, რომ მზად ვართ, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, გადაიტვირთოს ურთიერთობები და დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რადგან რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, აბსოლუტურად სცდება ყველანაირ მეგობრობას და მეგობრულ დამოკიდებულებას. გახსოვთ, როგორი უსამართლო დამოკიდებულება იყო საქართველოსთან მიმართებით განცხადებების თვალსაზრით, სანქციების დაწესებით და ა.შ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ იმ საქმეში, რაზეც პრესიდენტი ტრამპი საუბრობდა და მთავარი პრიორიტეტები რაც ჰქონდა – ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება, ომის დასრულება, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ. რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, დაველოდოთ. პროცესი მიდის და შეხვედრებიც გაიმართა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. რა თქმა უნდა, ეს როგორც კი მოხდება, აისახება ურთიერთობებზე, ჩვებს ქვეყანაზე, მის მიმართ დამოკიდებულე“, – განაცხადა კახა კალაძე.