საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს

ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგრამული გამართვა. სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის 8 ელექტრონული აპარატი, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის 9 აპარატი და 7 პლანშეტი, რომელთაგან 3 იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ცესკოს ლოგისტიკის გუნდმა, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე გადასცა. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები ტექნოლოგიურ საშუალებებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის წინა დღეს გადასცემენ.

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან 4 უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები.

✕