85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა 23 წლის ბიჭმა დუმილი დაარღვია - რა თქვა სასამართლო პროცესზე

პოლიცია ლენტა

ყვარლის მინიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის, ელიკო ასაბაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს, გიორგი შველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

თელავის რაიონულმა სასამართლოში 23 წლის ახალგაზრდა ამტკიცებდა, რომ პენსიონერი მას არ მოუკლავს.

„23 წლის ბიჭი ვარ, მინგრევენ ცხოვრებას, მომავალს მინგრევენ. ყველამ იცის, რომ უდანაშაულო ვარ. მთელი სოფელი ხელწერილს დაწერს, რომ არაფერი დამიშავებია.

ეს ამბავი რომ მოხდა, არ ვიცოდი. მკვლელობა როდის მოხდა, არ ვიცი. სიძესთან ვიყავი და გამომიყვანეს სახლში.

ღამის 3 საათი იყო, როცა სახლში მივედი. ვიყავი მთვრალი და მეძინა. დილით გამოიარა სახანძრომ და სასწრაფომ. მაშინ მითხრეს, ბაბო მოუკლავთო. „დამიგულეს“ უპატრონო ბიჭია, გაჭირვებულიაო, მე მტენიან“, - თქვა პროცესზე ბრალდებულმა.

დაცვის მხარე მის 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

✕