სააკაშვილი გიული ალასანიას იმედად დარჩა და კიდევ თაკო ჩარკვიანი ყვირის - სოზარ სუბარი

პარლამენტის წევრი

"ძალიან მძიმე დღეშია საწყალი სააკაშვილი, ის გიული ალასანიას იმედად დარჩა და კიდევ თაკო ჩარკვიანი ყვირის",  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

„ძალიან მძიმე დღეშია საწყალი სააკაშვილი, თუკი აღარავინ დარჩა გულშემატკივარი ოჯახის წევრების გარდა. კაცი გამოდის სასამართლო პროცესებზე და კატეგორიულად ითხოვს, რომ 200 ათასი კაცი უნდა დადგეს ქუჩაში. მისი პარტიის წევრები გამოდიან და ხელს იშვერენ უცხოეთისკენ, რომ უცხოეთმა რამე თუ არ გვიშველა, ჩვენ არაფრის გამკეთებლები არ ვართო. ამ ფონზე, სააკაშვილი საბოლოოდ გიული ალასანიას იმედად დარჩა და კიდევ თაკო ჩარკვიანი ყვირის. არ მგონია, მათ სააკაშვილს რამე უშველონ", - განაცხადა სუბარმა.