თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის წარმომადგენლებსა და საქართველოს დელეგაციას შორის 11 ივნისს გამართულ სავიზო დიალოგს სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება.
„ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოსთან სავიზო საკითხზე გამართულ დიალოგს „საკმაოდ უშედეგო“ უწოდეს“, - წერს იოზვიაკი.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გამართეს.
როგორც მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.