რა ქონებას ფლობს ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი

16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. განცხადება ამის შესახებ მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში. ჩემი მიზანია „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის, მის ამომრჩეველს მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“- თქვა ხაბეიშვილმა.

ნახეთ როგორია ლევან ხაბეიშვილის ქონებრივი მდგომარეობა. დეკლარაცია როგორც პარლამენტის წევრს მიმდინარე წლის თებერვალში აქვს შევსებული.

ლევან ხაბეიშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება.

მის საკუთრებაში მსუბუქი ავტომობილი Toyota Highlander-ი, რომელიც 2020 წელს 7 000 დოლარად შეიძინა.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 9 334 ლარი, ხოლო საკრედიტოზე ჯამში - 2 179 ლარი ჰქონდა.

ამასთან მისმა პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა გასულ წელს 42 412 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე 2021 წლის 1-ელ 5 თვეში 12 864 ლარი შეადგინა.

მასვე უფიქსირდება 23 500 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი.