ზოდიაქოს 1 ნიშანს, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1773262231
"მთავარი მორალი, რაც ეუთოს დელეგაციის შემაჯამებელ სიტყვაში ითქვა არის ის, რომ უსისტემობა, სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაპირისპირება, არჩევნების შედეგების ბოიკოტი, ქუჩაში გაქცევა და პარლამენტში დატოვება არის ის, რამაც ქვეყანა ანტიდემოკრატიული განვითარების გზისკენ შეიძლება წაიყვანოს," - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერში" პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ბოიკოტის და პროცესების ქუჩაში გადატანის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს.
"როგორც მათ მკაფიოდ თქვეს, ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს ქვეყნის საკითხები - არც პოლიტიკური, არც განვითარების და ა.შ. - ეს ყველაფერი უნდა წყდებოდეს პარლამენტში.
ამათ [გულისხმობს ოპოზიციას] საუბრებს რომ ვუსმენთ, ისე ლაპარაკობენ, თითქოს არც ბოიკოტი ჰქონიათ, არც პასუხისმგებლობის აღება უნდათ რაც ქვეყანაში მოაწყვეს იმაზე - გადატრიალება გადატრიალებაზე, პარლამენტის წინ იყო საბრძოლო მოქმედებების არეალი და ეს თითქოს აბსოლუტურად არაფერია," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.