VIDEO: რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელიც „კურიერს“, ბიზნესმენ, ბენ ანორის ადვოკატებმა მიაწოდეს
1771411665
ჩვენ, როგორც ნარკოტიკების, ორგანიზებული დანაშაულის, მიგრაციის შემთხვევაში მივიღეთ გადამჭრელი ზომები, ასევე გადამჭრელი ზომები მივიღეთ მართვის სისტემის მოწესრიგებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრმა, ამ კუთხით, ხაზი გაუსვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის უმნიშვნელოვანეს როლს.
„ამ ყველაფერში, განუზომელი როლი აქვს ლევან ჟორჟოლიანს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მას მინდა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.